ახალი ამბები განათლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ისრაელის ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული „ისრაელის ცენტრის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო, ქართულ უნივერსიტეტსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაღრმავებასა და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას.

ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ცენტრის განვლილ და სამომავლო საქმიანობაზე, ცენტრის სახელით თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.

ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა ფილმის „დიახ, ესაა საქართველო“ ჩვენება. სტუმრებს ებრაული თემის სახელით, ჯამლეტ ხუხაშვილმა მიმართა.

1944 წელს თსუ-ში ებრაული ენის კათედრა გაიხსნა, რომელიც დღეს „ისრაელის ცენტრის“ სახელით ფუნქციონირებს და მას წლების მანძილზე გურამ ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

სხვა სიახლეები

“მსგავსი არაფერი მომისმენია” – გერმანული რადიოს ეთერი ქართულ ფოლკლორს დაეთმო

Editor

თბილისში ძველი ნივთების ღამის ბაზრობა გაიმართება

Editor

ონლაინ შეხვედრა – იაკობ ნიკოლაძის შემოქმედება

Editor

ლადო გუდიაშვილი – “დანიშნულების ადგილი”

Editor

კვირიკობა, ლაგურკა და შალიანის ხატი

Editor

2 აგვისტოს ლიანა ისაკაძის დაბადების დღეა

Editor