პოტსდამში, მაყურებელი ნინო ხარატიშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “მერვე სიცოცხლე” ნახავს

გერმანიის ქალაქ პოტსდამში 27 ოქტომბერს საღამოს წარმოდგენილი იქნება ნინო ხარატიშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი “მერვე სიცოცხლე” “Das achte Leben (Für Brilka)“.

რეჟისორი კონსტანს ლაუტერბახია, რომელიც პიესას საკუთარი თეატრალური ვერსიით წარმოადგენს. სპექტაკლს მაყურებელი Hans Otto Theater-ში ნახავს.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ გერმანულენოვანია. რომანისთვის ავტორმა 2018 წლის გაზაფხულზე, გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო და ბესტსელერად იქცა.

მოქმედება 1900 წლით, საქართველოთი იწყება. ოჯახური საგა შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის დაბადებიდან ექვს თაობას მოიცავს და მეოცე საუკუნის ყველა ომსა და რევოლუციას სწვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები