ისრაელში საგუნდო მუსიკის ფესტივალზე „აბუ გოში“ ბათუმის ქალთა კამერული გუნდი მონაწილეობდა

ისრაელში ქალაქ აბუ გოშის ღვთისმშობლის ტაძარში, საგუნდო მუსიკის ფესტივალზე „აბუ გოში“ პირველად მონაწილეობდა ბათუმის ქალთა კამერული გუნდი. კონცერტზე, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს მსოფლიოს და ქართული კლასიკური საგუნდო მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები, ქართველი მუსიკოსების: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, საქართველოსა და ისრაელის ცნობილი კომპოზიტორების იოსებ (სოსო) ბარდანაშვილის და რუბენ კაჟილოტის ნაწარმოებები.

ორგანიზატორებმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ბათუმის ქალთა გუნდის ფესტივალში მონაწილეობის საქმეში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. აბუ გოშის ღვთისმშობლის ტაძარში გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე, გუნდმა ისრაელის წმინდა ადგილები მოინახულა და ლოდის წმინდა გიორგის ტაძარსა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართულად იგალობა.

ქართულ კამერულ გუნდს დირიჟორები ზაირა და გელა ვადაჭკორია ხელმძღვანელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.