ცეკვას ,,განდაგანა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქართულ ნაციონალურ ცეკვა ,,განდაგანას“ და მის ხალხურ საწყისებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გაავრცელა.

“განდაგანა” აჭარული ცეკვების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს. ის სატრფიალო ხასიათის ცეკვაა.

,,განდაგანას“ შესრულება მოითხოვს შემსრულებელთა პლასტიკურობას. ცეკვას საფუძვლად უდევს ქალ-ვაჟს შორის გაშაირება, რომელიც ატარებს შეჯიბრის ხასიათს.

“განდაგანა”, როგორც ქალ-ვაჟთა სატრფიალო ცეკვა სცენაზე პირველად 1946 წელს შესრულდა. ის ამჟამად სრულდება როგორც ცალკე წყვილის, ასევე მოცეკვავეთა ჯგუფისა და მთელი მასის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები