CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო პურეულის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური დაასახელა

CNN Travel-მა მსოფლიოში პურეულის საუკეთესო 50 სახეობას შორის აჭარული ხაჭაპურიც დაასახელა. ამერიკულმა გამოცემამ,  მსოფლიო პურის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება, 50 უნიკალური პურის სახეობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

„ახალი იმერული ყველითა და სულგუნით სავსე ხაჭაპური საქართველოში ყველაზე პოპულარული საჭმელია. ნავის ფორმის ცომში მოთავსებული ყველი და კვერცხი ერთად მზადდება. ხაჭაპურის ექსპერტებმა იციან, რომ ჯერ ნავს ბოლოები უნდა მოატეხონ, შიგთავსში ამოავლონ და მიირთვან“- წერს CNN-ი.

გამოცემის ცნობით, რადგან ხაჭაპური ქართული სამზარეულოს წამყვანი კერძია, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას სწორედ „ხაჭაპურის ინდექსით“ ზომავენ.

საუკეთესო 50-ეულში, ასევე მოხვდნენ სომხური ლავაში, ფრანგული ბაგეტი, თურქული სიმითი, ჩინური შაობინგი და მექსიკური ტორტილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.