ლევილში ქართულ-ფრანგული დღე და ქართული რთველი მოეწყო

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და ამხანაგობა “ქართული კერას” ორგანიზებით, ლევილში რიგით მე-17 ქართულ-ფრანგული დღე გაიმართა. 12 ოქტომბერს ღონისძიებას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა კატუკია და ლევილის მერი ერიკ ბრევი დაესწრნენ.

13 ოქტომბერს კი, ლევილის მამულში ქართული რთველი მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გასართობი და საკონცერტო პროგრამა, ასევე მოეწყო ქართული წიგნების პრეზენტაცია.

სტუმრებს საშუალება ჰქონათ, ერთი დღით საქართველოში ემოგზაურათ. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ყუძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, ქართული კერძების დეგუსტაცია, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

კონცერტში მონაწილეობა თამარ მეფის სახელობის ტაძრის გუნდმა“თამარიონმა”, საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა და მომღერალმა ელგა ფორჩხიძემ მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.