თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ გაიხსნა.

ღონისძიება მიეძღვნა მიხეილ ყიფიანსა და კოსტა ხეთაგუროვს. კონფერენციას უცხოელი და ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანი, ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა და თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებია. ღონისძიებაზე განიხილეს ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია და სხვა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გ. ახვლედიანის საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები