ფულბრაიტის ახალი სასტიპენდიო პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, გაცვლითი პროგრამების სპეციალისტთან, მელისა სოკოლისთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამებს შეეხო, რომელთა განხორციელებასაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს. პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდება და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციისაკენ იქნება მიმართული. ამოქმედდება მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალისათვის იქნება განკუთვნილი. ასევე, დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებაც, კერძოდ, ინგლისური ენის სწავლების პროგრამებისა და ტრენინგ-კურსების განხორციელება აშშ განათლების სისტემის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ფულბრაიტი შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროგრამაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები