ფერეიდანელი ქართველები, რომლებმაც ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს, უკვე საქართველოში არიან (ფოტოკოლაჟი)

400 წლის წინ ირანში იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი – შაჰრამ ონიკაძე, ომიდ (ამირან) გოგონანი, ისმაილ რაჰიმი საქართველოში არიან. მათ უკვე გადმოკვეთეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“. 31 დღე ფერეიდანიდან თბილისამდე 1400 კმ ფეხით გამოიარეს.

აქცია, რომელიც ფერეიდანელმა ქართველებმა დიდგორობას მიუძღვნეს, 11 აგვისტოს დაიწყო.
ომიდ გოგონანი (ამირან გუგუნაშვილი)„გეფიცებით, საქართველოს სუნი მოდის ექა, ვსუნთქავ საქართველოს სუნსა და მევსების გული“.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე გაიმართა შეხვედრა. დღესვე, 18:00 საათზე,  მათ რუსთავი უმასპინძლებს. მის: რუსთაველის 30 – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ (ქიმიკოსთა კულტურის სახლი);

თელავი  – 14 სექტემბერს, მცხეთა  – 16 სექტემბერს.

16 სექტემბერს, 12 საათზე, ფერეიდანელებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი უმასპინძლებს (ჭავჭავაძის 53 ა).
ფერეიდანელ ქართველებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც იგეგმება.

შეხვედრა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან; შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში; შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გასვლა დიდგორში (რადგანაც ეს აქცია მიეძღვნა დიდგორობას) და სხვ.

„ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება ფუძეზე დაბრუნება  და ეროვნული ერთიანობა“, – აღნიშნავს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც არის ამ შეხვედრების ორგანიზატორი.


თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.