კატეგორია

ახალი ამბები

ქართული ღვინის დეგუსტაციას რომში 40 სომელიე დაესწრება

შაბათს 23 ნოემბერს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ‘’ახალგაზრდა ელჩის’’ და კომპანია "Riserva Grande/რიზერვა გრანდე"- ს ორგანიზებით, გაიმართება მასტერკლასი ქართულ ღვინოზე. ღონისძიებას დაესწრება 40 სომელიე. საღამოს სტუმრებს საშუალება…

„გასეირნება ინდიგოს გზაზე”- ღონისძიებაში საქართველოც მონაწილეობს

18 ნოემბერს იუნესკოში გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „გასეირნება ინდიგოს გზაზე“. გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ინდიგო საღებავის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლი სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-კულტურულ…

არაბული გამოცემა „Qatar Tribune“ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ წერს

სტატიაში „ზამთარი საქართველოში - კავკასიის მთების გულში“  საუბარია, ქართული სამთო-სათხილამურო კურორტების ტურისტულ პოტენციალსა და ინფრასტრუქტურაზე. გუდაური, ბაკურიანი და მესტია ის ადგილებია, სადაც დასვენებასაც გამოცემა სამთო ტურიზმის…

არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი უჩვენეს

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. „უარყოფით რიცხვები“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქნა. რეალურ…

„ქართული ღვინის აზიური ტურის“ მორიგ ფესტივალს ჰონგ-კონგმა უმასპინძლა

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჰონგ-კონგში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა „ქართული ღვინის აზიური ტურის“ ფარგლებში, რაც  ითვალისწინებს  ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთსა და აზიის…

ნინო ქათამაძე გერმანიაში ტურნეს მართავს

მომღერლისა და სვანური ფოლკლორული ჯგუფის,  „ლილეს“ ტურნე გერმანიის რამდენიმე ქალაქში კონცერტს მოიცავს. მორიგ მუსიკალურ საღამოს ლევერკუზენმა უმასპინძლა. საღამოზე შესრულდა როგორც ცნობილი კომპოზიციები, ასევე მომღერლისა და ჯგუფის ტანდემის…

„მარგალიტი კავკასიონის ჩრდილიდან“ -ფრანგული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

ფრანგული გამოცემა „FranceInfo” საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის და არქიტექტორული ძეგლების მიმოხილვასთან ერთად, დამოკიდებელი საქართველოს ისტორიის მცირე ექსკურსსაც სთავაზობს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „ტიპური საბჭოთა ქვეყნის…

ათენში ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

23 და 24 ნოემბერს, 10.00 საათიდან 20 საათამდე, ათენში გაიმართება ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა. საქართველოს საელჩო, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ეროვნული…

ჩიკაგოში წიგნის კლუბი “რუსთაველი” ლიტერატურულ ღონისძიებას მასპინძლობს

ჩიკაგოში წიგნის კლუბის "რუსთაველი" ლიტერატურულ ღონისძიებას მასპინძლობს. კლუბის ახალი პროექტი ქართველ თუ უცხოელ ავტორთა ნაწარმოებების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და განხილვას მოიცავს. პირველი შეხვედრა 1 დეკემბერს, ჩიკაგოში გაიმართება.…

“საბავშვო ევროვიზია 2019” 24 ნოემბერს პოლონეთში გაიმართება

საქართველოს წარმომადგენელი, გიორგი როსტიაშვილი პოლონეთში, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსზე უკვე გაემგზავრა. იგი წინასაკონკურსო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. გიორგი კონკურსზე ქართულენოვანი სიმღერით „გვინდა, გვიყვარდეს“  წარსდგება და 18…

“სამეფო ნაციონალური ბალეტის” მორიგი ანშლაგი ჰოლანდიაში

საქართველოს "სამეფო ნაციონალური ბალეტი" 21 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, 23 კონცერტს  ჰოლანდიაში გამართავს. ანსამბლის მორიგ კონცერტს 17 ნოემბერს სამხრეთ ჰოლანდიის ქალაქმა გაუდამ უმასპინძლა. „სამეფო ნაციონალური…

საქართველო სამხრეთ კორეაში საქველმოქმედო ბაზრობაზე მონაწილეობდა

18 ნოემბერს საქართველოს საელჩომ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა. ბაზრობა სეულის  ქალთა საერთაშორისო  ასოციაციისა და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით წელს 57-ედ გაიმართა. ღონისძიებაზე…