”წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია
საელჩო FLEX-ის გაცვლითი პროგრამის ფინალისტებს კონკურსში გამარჯვებას ულოცავს.
“წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ეს საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამა ათწლეულებია საქართველოსა და ამერიკის ხალხს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან.
ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შთამბეჭდავი გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე წელს”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.