საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

FIBA-ს ეგიდით ვეტერან კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჩემპიონ გერმანიასთან დათმო.

იმ 40+ ასაკობრივ კატეგორიაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა, სულ 6 ქვეყნის 12 გუნდი მონაწილეობდა. ქვეყნის წარმომადგენლობითი სახელით 3 გუნდი გამოდიოდა — საქართველოგერმანია და ირლანდია. მათ გარდა, ტურნირში მონაწილეობდნენ იტალიური (Italia Golden Players) და ესპანური კლუბები, ასევე მასპინძელი საბერძნეთის 6 ადგილობრივი გუნდი.

საქართველოს ღირსებას კალათბურთის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ვეტერანები იცავდნენ:

ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, დავით ბარბაქაძე, ვახტანგ მინაშვილი, ლუკა შანიძე, დავით არწივიძე, ირაკლი დოლიძე, მიხეილ გოგუაძე, ირაკლი ჩხეიძე… გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ პაატა გურასპაული და ნოდარ ქორქია.