ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონია

კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე 2026 წლის ICF-ის უფროსთა კანოე-სპრინტისა და პარაკანოეს მსოფლიო თასზე ქართველმა სპორტსმენმა კანოეთი, 200-მეტრიანი დისტანცია 41.09 წამში დაფარა, მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 700-მდე უძლიერეს სპორტსმენს შორის მიღწეული ეს შედეგი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ალექსანდრე წივწივაძე