1973 წელი, თბილისი – მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო დაფებთან დგას. მის წინ კი რვა უძლიერესი თბილისელი გოგონა.
…მათ შორის არის მაია ჩიბურდანიძე.
ჯერ არავინ იცის, რომ წლების შემდეგ ისიც მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინს მოირგებს და ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ დიდ ეპოქას შექმნის.
ნონა გაფრინდაშვილმა ერთდროული თამაშის სეანსი რვა მოჭადრაკესთან გამართა:
- მაია ჩიბურდანიძე
- მაკა ხანთაძე
- მზია წერეთელი
- მარგალიტა თანდაშვილი
- ნინო გურიელი
- ქეთევან გეგიძე
- ქეთევან გაჩეჩილაძე
- მაგული მამისთვალოვა
იმ დღეს მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში პირველად, ერთდროული თამაშის სეანსი საქართველოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
რვა დაფა…
რვა პარტია…
და მაია ჩიბურდანიძის მხოლოდ ერთი გამარჯვება ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ
მსოფლიო ჩემპიონთან პარტიები ყაიმით დაასრულეს – მარგალიტა თანდაშვილმა და მზია წერეთელმა.
ასე შეხვდა ერთმანეთს პირველად მსოფლიო ჭადრაკის ორი ლეგენდა.
ერთი – უკვე მსოფლიო ჩემპიონი, მეორე – მომავალი მსოფლიო ჩემპიონი.
1973 წელს თბილისში ორი საჭადრაკო ეპოქის გზა პირველად გადაიკვეთა.