ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების – „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა.
პრეზენტაციაზე სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოცემების კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
„ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ ათწლეულების მიხედვით შექმნილი იმ სერიის ნაწილია, რომელიც 2020 წლიდან გამოიცემა.
წიგნები დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს, რადგან მათში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ჟანრული მრავალფეროვნება, ფილმების შექმნის ისტორია და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი საქმიანობაა აღწერილი. გამოცემების მთავარი რედაქტორები მანანა ლეკბორაშვილი და ქეთევან ტრაპაიძე არიან.