2026 წლის 9-დან 14 ივნისამდე, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში გასტროლებზე იმყოფებოდა სტინგი თავისი ავტობიოგრაფიული მიუზიკლით “The Last Ship” („უკანასკნელი გემი“), რომელშიც მთავარ როლსაც ასრულებდა. მასთან ერთად მონაწილეობდა სტინგის მეგობარი და კოლეგა, ცნობილი მუსიკოსი შაგიც (Shaggy). რა თქმა უნდა, მიუზიკლს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. ერთ – ერთმა მათგანმა სტინგს სიურპრიზი მოუწყო და საკუთარი ნახატი აჩუქა. ამ ქართველმა ემიგრანტმა – ნიუ-იორკში ქალთა კლუბის თავმჯდომარემ, პოლიტოლოგმა და მხატვარმა ლელა ქართველმა, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, დიდ მუსიკოსთან შეხვედრის შემდეგ თავისი ემოციები გაგვიზიარა.
მე პირადად ორჯერ შევხვდი სტინგს, პირველი პატის დიდი დამსახურებით. მე და პატიმ, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ავიღეთ სტინგის ავტოგრაფი და გადავიღეთ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები. მეორედ კი მაშინ შევხვდი, როდესაც ჩემი პატარა ნახატი გადავეცი. ჯერ ეგონა, რომ ნახატზე მისი ავტოგრაფი მინდოდა, მე ავუხსენი, რომ ეს საჩუქარი იყო. ცხადია არ ელოდა, უცებ შემომხედა, ხელში აიღო ნახატი, გამიღიმა, ხელი გადამხვია და დაცვას ჩააბარა ნახატი.
ეს ჩემთვის დიდი შოკი და დიდი ისტორია იყო, დიდი ადამიანის მიერ აღიარება და მისიანად მიღება. ჩემი ერთი ნახატი ამშვენებს ბრუკლინის მერიას, მეორე ჩემ რუსუდან ფეტვიაშვილთან არის და ახლა კიდევ სტინგთან დაიდო ბინა. მადლობა სამყაროს ამ დაფასებისთვის და საჩუქრისთვის”, – განაცხადა ლელა ქართველმა.