დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO” მონაწილეობდა, რომელიც ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.
გამოფენის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეროვნული პარკების სალაშქრო მარშრუტებმა, ველურმა ბუნებამ და ბუნებაში აქტიური დასვენების მრავალფეროვანმა შესაძლებლობებმა. ვიზიტორები დეტალურად ეცნობოდნენ იმ გამოცდილებებს, რომლებსაც საქართველოს დაცული ტერიტორიები ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს.
ჰონკონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისთვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი საერთაშორისო ტურისტული სეგმენტების მოზიდვას, ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და საქართველოს, როგორც ეკოტურიზმის მიმზიდველი მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.