თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტმა, ნიკა მალცევმა, სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალში “Physics of Plasmas”.
ნაშრომში: “გრიგალური სოლიტონები და ელექტრომაგნიტური კონების ფილამენტაცია რელატივისტურად გადაგვარებულ პლაზმაში” შესწავლილია ელექტრომაგნიტური გრიგალური (ვორტექსული) კონების გავრცელება და სტაბილურობა რელატივისტურად გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში. ასევე, ნაჩვენებია, რომ ტოპოლოგიური მუხტის მქონე სოლიტონები მოქმედებენ, როგორც არაწრფივი ატრაქტორები მიზიდულობის სასრული არეებით.