5–7 ივნისს რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი 5–7 ივნისს  რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას წარმოგიდგენთ.
რეტროსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო:
5 ივნისი | 19:00 | ისინი / ლევან ზაქარეიშვილი / 1992 (125 წთ)
6 ივნისი
17:00 | თბილისი ჩემი სახლია / ერეკლე ბადურაშვილი / 1994 (100 წთ)
19:00 | აქ თენდება / ზაზა ურუშაძე / 1998 (90 წთ)
7 ივნისი
17:00 | ვირთხა / პაატა მილორავა / 1991 (80 წთ)
19:00 | ნეილონის ნაძვის ხე / რეზო ესაძე / 1985 (72 წთ)
“აღნიშნული ფილმები რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე. რეტროსპექტივაში წარმოდგენილი ნამუშევრები ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია და როგორც კონკრეტული ათწლეულების, ისე ზოგადად ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N1 / პეკინის ქ. N40
ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია.
რეტროსპექტივა