ვარნაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში ნიტა ჯამაგიძემ ოქრო და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უმაღლესი მაჩვენებლით 26.900 ქულით, გურზებით ვარჯიშში, ნიტა საუკეთესო აღმოჩნდა იუნიორთა შორის.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიტა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მხატვრულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.