ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ცურვის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს

22-24 მაისს, ესპანეთის ქალაქ ხიხონში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ცურვის ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს.

ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სერედინსკიმ 400, 800 და 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და სამივე დისტანციაზე პირადი საუკეთესო შედეგები დააფიქსირა:

🏅 1500 მ — 16:00.24 — 🥇 ოქროს მედალი

🏅 800 მ — 8:35.17 — 🥈 ვერცხლის მედალი

🏅 400 მ — 4:08.52 — პირადი საუკეთესო შედეგი (-3 წამი)

მიხეილ სერედინსკიმ 1500 მეტრზე დაფიქსირებული შედეგით (745 ქულა) ივლისში მიუნჰენში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეროვნული ნაკრების წევრმა სანდრო ერაძემაც წარმატებით იასპარეზა:

🥈 200 მ ბრასით ცურვაში — 2:21.98

🥉 100 მ ბრასით ცურვაში — 1:04.60

ტურნირში, ესპანეთის გარდა, პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებების 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.