ბულგარეთში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონობა მურთაზ ბაღდავაძემ (110 კგ) იზეიმა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ნარიმანიძე (51 კგ), თემურ თუთარაშვილი (55 კგ), დავით მძევაშვილი (60 კგ), რატი რევაზაშვილი (80 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (92 კგ) დასჯერდნენ.