ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გალაკტიონ ტაბიძისა და პავლო ტიჩინას ბილინგვური პოეტური კრებულების – “მთაწმინდის მთვარე” და “ქარი უკრაინიდან” პრეზენტაცია

20 მაისს 15:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება გალაკტიონ ტაბიძისა და პავლო ტიჩინას ბილინგვური პოეტური კრებულების – “მთაწმინდის მთვარე” და “ქარი უკრაინიდან” – პრეზენტაცია.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ორივე კრებულის შემდგენელი, მთარგმნელი და წინასიტყვაობების ავტორია ცნობილი პოეტი და უკრაინისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რაულ ჩილაჩავა.
“ეს არის უნიკალური, ერთ კოლოფში მოთავსებული ორი სასაჩუქრე გამოცემა, რომელშიც დაწყვილებულია ქართველი და უკრაინელი ერის უდიდესი პოეტები. კრებულები შეიცავს ცნობილ ორიგინალებს უკრაინულ-ქართულ თარგმანებთან ერთად და ილუსტრირებულია ავტორთა ნახატებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამომცემელი – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა.