საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას, ასევე კინოწარმოების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, მამუკა ბლიაძემ, და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა, დავით ბანუჩიანმა.