ქართველმა პარამოცურავეებმა ევროპის ჩემპიონატისთვის სამი ლიცენზია მოიპოვეს

ქართველმა პარამოცურავეებმა ბერლინის მსოფლიო სერიის ეტაპზე, ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 2026 წლის სექტემბერში გაიმართება, სამი ლიცენზია მოიპოვეს.
ბერლინის ტურნირის მონაწილე 60 ქვეყნის 400-მდე პარაათლეტს შორის, საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნიკა თვაური, ზაურ მუშკუდიანი, სანდრო ამაშუკელი, ნინი გელაძე, მარიამ კაკაბაძე.
პარაცურვაში ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიების მფლობელები გახდნენ:
ნიკა თვაური (100მ. ბრასი)
ზაურ მუშკუდიანი (50მ. დელფინი, 200მ. კომპლექსი, 400მ. კროლი)
ნინი გელაძე (100მ. ბრასი, 200მ. კომპლექსი, 100მ. ზურგი)
ქართველი პარაათლეტები გერმანიის მსოფლიო სერიის ეტაპზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ლიცენზიაპარამოცურავე