ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, მალხაზ ხარბედიას სახელობის “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა.
ფესტივალი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს.
“ახალი ღვინის ფესტივალში” ქართული ღვინის 123 მარანი მონაწილეობდა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და მარნების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.