ვენეციის 61-ე ბიენალეზე საქართველო პროექტით „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“ იქნება წარმოდგენილი

ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის 61-ე ბიენალეზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება პროექტი – „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები.
ვენეციის 61-ე ბიენალე 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა – „მინორულ ტონებში“ (In Minor Keys).

ვენეციის 61-ე ბიენალეხელოვნების საერთაშორისო გამოფენა