თანამედროვე განათლების აკადემიის XII კლასის მოსწავლემ, რატი ლიპარტელიანმა, ერთდროულად სამი პრესტიჟული ევროპული უნივერსიტეტისგან მიიღო დასტური ჩარიცხვაზე:
- Vilnius University (ლიეტუვა) – ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული სასწავლებელი;
- Riga Technical University (RTU) (ლატვია) – ბალტიისპირეთის წამყვანი ტექნოლოგიური ცენტრი;
- Universidad CEU San Pablo (ესპანეთი) – მადრიდის ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი.
ასევე ელოდება პასუხს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (KTU).
რატიმ არჩევანი ვილნიუსის უნივერსიტეტზე (Vilnius University) შეაჩერა, სადაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტზე – კიბერუსაფრთხოებაზე ისწავლის. იგი გეგმავს, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდია მოიპოვოს.
“აღსანიშნავია, რომ რატის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად დამატებითი მომზადება არ დასჭირვებია – მან ამ შედეგს აკადემიაში მიღებული ცოდნით მიაღწია. მოსამზადებელი ეტაპის გავლა მხოლოდ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდისთვის დასჭირდა, რაშიც სხვა პროცედურებთან ერთად, აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი, გიორგი კვიკვინია დაეხმარა.
როგორც თავად რატი აღნიშნავს, მათთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას გეგმავს, გადამწყვეტია მეცხრე კლასიდანვე სტაბილური და მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ.
ვულოცავთ რატის ამ მნიშვნელოვან წარმატებას! დარწმუნებულები ვართ, ის დიდ წვლილს შეიტანს ტექნოლოგიურ განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების სფეროში”, – ნათქვამია თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.