24 აპრილს ვარშავაში გაიმართა ბიზნესს გალა „Business Woman and Life“, სადაც “ქართული დიასპორა პოლონეთში” ოფიციალურად მონაწილეობდა და დაჯილდოვდა ღონისძიების ფარგლებში.
“ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიასპორა წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას საქართველოსა და პოლონეთს შორის კავშირების გაძლიერებისთვის როგორც კულტურულ, ისე ეკონომიკურ საკითხებში.
აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია ქართული ღვინის „Grape Man“-ის ინტეგრაცია პოლონეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საცალო ქსელში Biedronka -ში, რაც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკულ მაგალითს.
ქართული დიასპორა აგრძელებს სისტემურ და სტრატეგიულ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების გაძლიერების მიმართულებით პოლონეთში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.