ტირანაში დასრულდა კონტინენტის პირველობა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ბოლო დღეს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.
გამყრელიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი ოსმან გოჩენი 8-1 დაამარცხა, მაისურაძემ კი შვეიცარიელ მეტოქეს 4-0 სძლია.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ასპარეზობა მე-2 ადგილზე დაასრულა.
მთავარი მწვრთნელის, დავით ხურციას, ხელმძღვანელობით ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს და 94 ქულა დააგროვეს.