20, 21, 22 და 24 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით ვორქშოფი „Professional Development Workshop in English Language Teaching“ მიმდინარეობს.
20 აპრილს ვორქშოფი „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ფარჯანაძემ, გახსნა.
ვორქშოფს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლივაისი უძღვება. ინტენსიური პროგრამა მოიცავს TESOL მეთოდოლოგიას, სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვას, თანამედროვე მიდგომების გაცნობას და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის კონსულტაციებს.