ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
“ისტორია დაიწერა: ეს არის ლიზის დებიუტი პრემიერ ლიგის ესოდენ პრესტიჟულ ასპარეზობაზე. ეს გახლავთ პირველი მედალი საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ისტორიაში უფროსი ასაკის გოგონებს შორის”, – ნათქვამია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურნირზე 60 ქვეყნის მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო 333 სპორტსმენი მონაწილეობდა.