ბათუმის დრამატულ თეატრში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი “ბათუმური რაფსოდია” დასრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცნობილ საოპერო მომღერლებთან და ვოკალის მსოფლიო დონის პედაგოგებთან ერთკვირიანი მასტერკლასების შემდეგ სამმა მენტორმა : ვალენტინ პეიჩინოვმა, მეთიუ აბელიმ და ლეგენდარულმა მარჩელო ალვარესმა თავიანთი კლასებიდან გალა კონცერტისთვის 6-6 მონაწილე შეარჩიეს.
შერჩეულ 18 მონაწილეს შორის აუდიტორიის წინაშე წარდგნენ კონსერვატორიის მოქმედი სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
- ნათია კაპანაძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
- ნინი გველესიანი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
- ლევან თაბუკაშვილი (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
- გვანცა დეკანოსიძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
- ზურაბ ავაგუმაშვილი (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
- აკაკი გუგუშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
- ზურაბ ნაყეური (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
- თინათინ ბასოშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
- ქეთევან აბულაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
- სპარტაკ შარიქაძე (მაესტრო ვალენტინ პეიჩინოვის კლასი)
- ოთარ შიშინაშვილი (მაესტრო მეთიუ აბელის კლასი)
- თათა რაზმაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
- ირაკლი ჯინჭარაძე (მაესტრო მარჩელო ალვარესის კლასი)
ფესტივალის ფარგლებში დაიდგა პიეტრო მასკანის ოპერა “სოფლის ღირსება”, რომელშიც ასევე წარმატებით ითამაშეს კონსერვატორიელებმა: ელმინა ჰასანი, აკაკი გუგუშვილი, ანასტასია მინაშვილი.