ინფორმაცია კალაბრიას რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში ინფორმაციას ავრცელებს:

„2024 წლის  21 მარტს,  ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ეწვიონ ქ. რეჯო-დი-კალაბრიას,  სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:

🔹ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება

🔹საქართველოს მოქალაქის პირველადი რეგისტრაცია

🔹ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება

🔹დამზადებული  ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის  და  ელექტრონული პირადობის მოწმობის  მიღება.

🔹ასევე, მოქალაქეებს ადგილზევე გაეწევა სხვადასხვა სახის საკონსულო და სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს : 10:00დან 14:00 საათამდე Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზში

მისამართი: Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე)“, – ნათქვამია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.