17 მაისს პოეტ ფრიდონ ხალვაშის დაბადებიდან 101 და მისი შვილის, კინორეჟისორ ზაზა ხალვაშის დაბადებიდან 69 წელი შესრულდა.
აჭარის მწერალთა სახლის ინფორმაციით, ტრადიციულად, ამ დღეს გაიმართება დიდი მწერლის სახელთან დაკავშირებული ღონისძიება – ფრიდონობა, რომელიც დაიწყება 17 მაისს, დილით, 10:30-ზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში, პოეტის საფლავთან. ზეიმი გაგრძელდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების სახელოვნებო ცენტრში.