ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPS) ზურაბ უგულავა და ნიკოლოზ ნიკურაძე მონაწილეობდნენ

7-14 სექტემბერს, ფილიპინებზე, ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია (ICPS) ჩატარდა, სადაც თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები ზურაბ უგულავა და ნიკოლოზ ნიკურაძე მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ საერთაშორისო აქტივობაზე სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი სამეცნიერო მოხსენებები:

  • “დამუხტული ნაწილაკის მოძრაობა ბრონიკოვ-ელისის ვორმჰოლში” – ზურაბ უგულავა
  • “შავი ხვრელების მასის შეფასება ელექტრონული აჩქარების მექანიზმით” – ნიკოლოზ ნიკურაძე

სტუდენტებმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის ორგანიზებით ჩატარებულ კახა ბენდუქიძის სახელობის ფიზიკის ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებით მოიპოვებს.

მათი ვიზიტი კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა დააფინანსა.