ავსტრიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ავსტრიის საელჩო ფოტოკონკურსს აცხადებს. სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი მიიღებს მოსაწვევს 2 პერსონაზე ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც 2023 წლის 24 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. გარდა ამისა, გამარჯვებული ფოტოები ამოიბეჭდება და გამოიფინება ოფიციალურ მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა.
“მოახლოებულ ავსტრიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ვაცხადებთ ფოტოკონკურსს!
2023 წლის 15 ოქტომბრამდე გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ფოტოები თემაზე ,,ქართველის თვალით დანახული ავსტრია‘‘, რომელიც გადაღებული იქნება პერსონალურად თქვენ მიერ და რომელიც გამოხატავს თქვენს ემოციებსა და კავშირს ავსტრიასთან. მიეცით ფანტაზიას გასაქანი!
რატომ? იმიტომ რომ სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი მიიღებს მოსაწვევს 2 პერსონაზე ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 24 ოქტომბერს თბილისში.
გარდა ამისა, გამარჯვებული ფოტოები ამოიბეჭდება და გამოიფინება ოფიციალურ მიღებაზე”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.