მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელძღვანელობით 17 -წლამდელთა შორის 73 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანი ასპარეზობდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 / 134 / კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 147 / 153 / 161 კილოგრამითაც.
და ბოლოს, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა ორჭიდში მოგროვილი 295 კილოგრამით.
გოგა ჯაჯვანმა ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა!