ჩოგბურთელმა გიორგი ღვარძელაშვილმა (მწვრთნელები – გიორგი ჭიჭაშვილი, ირინე ბლუაშვილი), მეწყვილესთან ნიკოლოზ გურგენიძესთან ერთად საერთაშორისო ტურნირის Rena & Dato cup Tennis Europe (TE) ( U16) ფინალში ითამაშა და წყვილთა თანრიგში მეორე ადგილი დაიკავა.
პროფესიონალ იუნიორ ჩოგბურთელთა ტურნირი საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა.