ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპზე კვლავ დიდ წარმატებას მიაღწია

10-11 ივნისს, სინგაპურში გაიმართა  ქვიშის მსოფლიოს სერიის მეორე ეტაპი, რომელიც ამავდროულად იყო ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მეხუთე სალიცენზიო ტურნირი. საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა კვლავ დიდ წარმატებას მიაღწია – 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი პირველი ადგილი დაიკავა.

RemasterDirector_18da6b0cf

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ : ნიკა კენჭაძე ( 80 კგ), დავით ფირუზაშვილი ( 90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

ლევან ქელეხსაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა( 70 კგ).

ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მესამე ეტაპს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 28-30 ივნისს უმასპინძლებს.

ქვიშის მსოფლიოს მეორე თამაშებს, რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ეგიდით ბალი (ინდონეზია)  5-12 აგვისტოს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა და წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები გუნდები.