მშვილდოსანი დავით ბასილაძე ევროპის თასის II ეტაპის გამარჯვებულია

ქართველი მშვილდოსანი დავით ბასილაძე შვეიცარიის ქალაქ სიონში გამართული ახალგაზრდული ევროპის თასის II ეტაპის  ჩემპიონია.

13 წლის ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი ფრანჩესკო პერნესი დაამარცხა.

დავით ბასილაძემ  ახალგაზრდულ ევროპის თასზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.