საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბიშკეკის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, 18 ქვეყნის ნაკრებს შორის.
ტურნირის გამარჯვებულები ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ); მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ.
ვერცხლის მედალს შოთა ფარტენაძე (61 კგ), ბრინჯაოს (92 კგ) ანდრო მარგიშვილი დაეუფლა.