15 მაისს, 19 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად გამართავს კონცერტს, სადაც მენდელსონის, პუჩინისა და შოსტაკოვიჩის მუსიკასთან ერთად, შესრულდება ქართველი კომპოზიტორის – ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის პრემიერა.
კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო).
პროგრამა:
ირაკლი ცინცაძე – კლარნეტის კონცერტი (მსოფლიო პრემიერა)
სოლისტი: დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი)
ფელიქს მენდელსონი – საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი, MWV 02
სოლისტი: თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)
ჯაკომო პუჩინი – ქრიზანტემები
დმიტრი შოსტაკოვიჩი – სიმებიანი კვარტეტი N 4, რე მაჟორი, თხზ. 83 (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის)