საქართველოს საელჩომ ლიუბლიანის ერთ-ერთი უდიდეს საშუალო სკოლაში ტრადიციული ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა

Europe Day 2023-ის ფარგლებში, სლოვენიაში საქართველოს საელჩომ ტრადიციული ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა ქ. ლუბლიანის ერთ-ერთი უდიდესი საშუალო სკოლის მე-7 კლასის ოთხი სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეებთან, რომლის შემდეგაც მოსწავლეებს, საელჩოს სახელით, დაურიგდათ საქართველოს შესახებ საჩუქრები (ქართული ანბანი, ბროშურები, კალენდარი, სამახსოვრო ბარათები), ხოლო ყველაზე ბეჯით მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სამახსოვროები 🇬🇪🇸🇮 სიმბოლიკით.

სასიხარულოა, რომ მზარდი ინტერესის ფონზე ქართული ენის გაკვეთილებმა უკვე ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიების სახე მიიღო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.