მორიგი წარმატება ალბანეთიდან

ალბანეთში მიმდინარე U23  ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 109 კგ. წონით კატეგორიაში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის გუნდის ორი წევრი  გამოვიდა.

ზაზა ლომთაძემ ატაცში  სამივე ცდა 157/161/164  წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა აკვრაში 195/199/205 დაძლია და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალს დაეუფლა  ორჭიდში მოგროვილი 369 კილოგრამითაც!

აკაკი ტალახაძემ  ატაცში თავი 155 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში 191/199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო, ორჭიდში მოგროვილი 354 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა!  აღსანიშნავია, რომ ტალახაძეს ჟიურიმ ბოლო მისვლა არ ჩაუთვალა, რომელსაც მისთვის ჩემპიონის ტიტული მოჰქონდა.