პიზის 2022 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო გამოსვლა.
ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ნახევარფინალში სამხრეთ კორეელი პარასპორტსმენი ჩოო ანგარიშით 15:14 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ პასკუინოს 15:9 მოუგო.
ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პოლონელ ფრიდრიხს დაძაბულ დაპირისპირებაში 15:14 სძლია და შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პიზის მსოფლიო თასზე, ხვალ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით იასპარეზებენ.