მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 2 ოქროს 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა ალექსი დავითაშვილი.

მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალს მეორედ დაეუფლა გიგლა ალიბეგაშვილი.

ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ზურაბ დოღანაძე და გოჩა ბერაძე.

ბრინჯაოს მედალი შალვა ბექაურმა მოიპოვა.