წინანდლის სახლ-მუზეუმში ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის, მირიან შველიძის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნა

8 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში, ქართველი მხატვრის, სცენოგრაფის, მირიან შველიძის გამოფენა გაიხსნა.

ქართველი მხატვრის უნიკალურმა ვიზუალურმა ენამ თანამედროვე თეატრის სახე განსაზღვრა და კონცეპტუალური სცენოგრაფიის პრინციპებს საფუძველი ჩაუყარა. წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში კი, მირიან შველიძის სცენოგრაფიული ელემენტები დროებით დამოუკიდებელი პერსონაჟის, მთავარი გმირის სტატუსს იძენენ და იწყებენ თამაშს დროსა და სივრცესთან.

გამოფენაზე, მუზეუმის შიდა და გარე სივრცეში, წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი კოსტიუმები, ესკიზები, მაკეტები და სპექტაკლების დეკორაციები.

გამოფენა ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.