დღეს ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

ბელგრადში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ხსნიან.

დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ოთხში: 55, 72, 77 და 87 კილოგრამებში საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს სახელით დღეს იჭიდავებენ:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია (მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2-გზის და ევროპის 3-გზის პრიზიორი)

72 კგ – შმაგი ბოლქვაძე – ევროპის 2019 წლის ჩემპიონი, ევროპის 3-გზის და ევროპული თამაშების პრიზიორი,   ოლიმპიური თამაშების (2016) ბრინჯაოს პრიზიორი,

77 კგ – იური ლომაძე – ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2020)

87 კგ – რობერტ კობლიაშვილი – ევროპის 2018 წლის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის პრიზიორი