CinéDOC-Tbilisi-ს მე-10 გამოშვება მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

CinéDOC-Tbilisi-ს მე-10 გამოშვების ტრადიციული საკონკურსო სექცია – FOCUS CAUCASUS და რამდენიმე სპეციალური კინოჩვენება, წელს ბათუმის საერთაშორისო საავტორო ფილმების კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

„ტრადიციულად, სექციაში მონაწილე ფილმები ფულადი ჯილდოსთვის იბრძოლებენ, გამარჯვებულს კი ჩვენი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც ასევე ფიზიკურად შემოგვიერთდება ქალაქ ბათუმში.

ფილმების სრული სელექცია სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გელოდებით ბათუმში 18 სექტემბრიდან!

ლოკაციები:

ბათუმის კინოთეატრი “აპოლო”

ბათუმის თოჯინების თეატრი

ღია ჩვენებები ერას მოედანზე“, – ნათქვამია CinéDOC-Tbilisi-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.